საქართველოს მოქალაქემ იტალიაში 83 წლის მამაკაცი გაძარცვა

25 წლის ქართველს ბრალს უახლოეს დღეებში წარუდგენენ
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, როველასკას რაიონში 83 წლის მამაკაცის სახლის ძარცვის ფატქზე 25 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იტალიურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გერმანიაში საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას მოითხოვენ

პოლიციის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი სახლის ღობეზე გადაძვრა და სიგნალიზაცია გათიშა.

სამართალდამცავების თქმით, დამნაშევემ სახლიდან ძვირფასეულობა მოიპარა.

ბოროტმოქმედი პოლიციამ მეზობლების დახმარებით დააკავა, რომლებმაც სამართალდამცველები დროულად გამოიძახეს.

25 წლის ქართველს ბრალს უახლოეს დღეებში წარუდგენენ. გამოძიება ამტკიცებს, რომ მას თანამზრახველიც ჰყავდა, რომელმაც მიმალვა მოახერხა, იუწყება პირველი არხი.