რამიშვილი: აი, შემხედეთ მე რა ფერის საცვალი მაცვია

მომღერალი ლაშა რამიშვილი საუბრობს, თუ რა გავლენას ახდენს სოციალური ქსელი ადამიანებზე.
Sputnik

„უკვე ზღვარი დაიკარგა – რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა და რა არა. საბნის ქვეშ შეძრომები დავიწყეთ. ვისი რა საქმეა ვინ რას აკეთებს?! გამოფენილია ყველაფერი. აი, შემხედეთ მე რა ფერის საცვალი მაცვია, შემხედეთ რას ვჭამ, შემხედეთ გავიხადე, დავიძინე და ა.შ. ამ ყველაფრის გაფეისბუქება არ შეიძლება!“ — ამბობს ლაშა რამიშვილი.

მომღერლის თქმით, ადამიანებმა ამის გამო ყველაზე ღირებული, ადამიანური ურთიერთობები და სიყვარული დაკარგეს.