ნანა ღონღაძე: დავრწმუნდი, რომ ადამიანს მართლა ყველაფერი შეუძლია

ნანა ღონღაძე იხსენებს 1980-იანი წლების თბილისს, როდესაც საქართველოს ტელევიზიაში მუშაობდა, რომლის თავმჯდომარეც მაშინ ნუგზარ ფოფხაძე იყო. გარდა ამისა, საუბრობს იმ პროფესიონალებზე, ვინც მაშინ ტელეპროდუქციას ქმნიდა.
Sputnik

„როცა აქ ჩამოვედი და მუშაობა დავიწყე, კადრში ვერ ვიღიმებოდი“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს” ნანა ღონღაძემ.

ნანა ღონღაძე – საქართველოს ტელევიზიის ცნობილი ჟურნალისტი და საკავშირო ტელევიზიის სპეციალური კორესპონდენტი. იგი ტელევიზიაში 70-იან წლებში მივიდა, იყო სხვადასხვა თემატიკის საავტორო გადაცემების ავტორი, აშუქებდა სამთავრობო რანგის შეხვედრებსა და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებსა და ფაქტებს. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.