მოსკოვში მომხდარი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას თბილისში პატივი მიაგეს

Sputnik

თბილისში საზოგადოების წარმომადგენლებმა რუსეთის ინტერესების სექციის შენობასთან სამგლოვიარო აქცია გამართეს მოსკოვში Ан-148-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა, როგორ მიაგეს პატივი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას.

"სარატოვის ავიახაზების" თვითმფრინავი Ан-148, რომელიც მოსკოვიდან ორსკში მიფრინავდა, 11 თებერვალს ჩამოვარდა "დომოდედოვოს" აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში. თვითმფრინავში იმყოფებოდა 65 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი, ყველა მათგანი დაღუპულია.

1 / 12
სამგლოვიარო აქცია რუსეთის ინტერესების სექციის შენობასთან გაიმართა
2 / 12
აქციაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთთან მეგობრობის მსურველმა სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომელთა საქმიანობაც ქართულ-რუსული კავშირების განვიტარებაზე მუშაობენ
3 / 12
აქციის მონაწილეებმა ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს
4 / 12
ავიაკატასტროფას 71 ადამიანი შეეწირა, აქედან 65 მგზავრი იყო
5 / 12
თვითმფრინავი "დომოდედოვოს" აეროპორტიდან აფრენის შემდეგ რამდენიმე წუთში ჩამოვარდა
6 / 12
თვითმფრინავში მყოფებისგან არავინ გადარჩენილა - მიწაზე დაცემის შედეგად ლაინერი ისე დაიმსხვრა, რომ ნაწილები დიდ ტერიტორიაზე გაიფანტა
7 / 12
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დღე-ღამის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა მაშველებმა მხოლოდ დაღუპულთა ნეშტი აღმოაჩინეს
8 / 12
დაღუპულთა ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ
9 / 12
სამგლოვიარო აქცია საქართველოში რუსი თანამემამულეების საკოორდინაციო საბჭომ მოაწყო
10 / 12
ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა
11 / 12
თბილისში ასე მიაგეს პატივი საზოგადოების წარმომადგენლებმა ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსნოვნას
12 / 12
სამგლოვიარო აქციაში მონაწილეობა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო