თბილისში საიუბილეო, მეათე მამაკაცთა სილამაზის კონკურსი "მისტერ ვალენტინი 2018" გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა შოუს დასკვნითი ნაწილი და დაჯილდოების ცერემონია.
თბილისში "მისტერ ვალენტინი 2018" დაასახელეს. შოუში 17-დან 25 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებული გახდა 24 წლის გიგა ყორღანაშვილი სიღნაღიდან. ზუსტად მან შეძლო ჟიურის წევრებისა და ქალთა აუდიტორიის მოხიბვლა, ასევე მთავარი პრიზის მოგება — ეგვიპტეში მოგზაურობა.