„სულ ჰგონიათ, რომ მე რაღაც ჩავიდინე. არაფერი ისეთი არ ჩამიდენია. პირიქით, როცა მიყვარს, არ შემიძლია, რომ ავუხსნა და დავუსაბუთო. მთელი ცხოვრება შეყვარებული ვიყავი და ამით ვიყავი ბედნიერი“, — ამბობს ჯაჯანიძე.
გია ჯაჯანიძე ჟურნალისტურ წრეებში და, ზოგადად, საზოგადოებაში სიყვარულის ექსპერტად არის აღიარებული. მისი თქმით, ბევრჯერ ჰყვარებია და ეს დიდ ბედნიერებას ანიჭებს.