„შავი პანტერა“ და კინო თბილისში: რა ვნახოთ 15-18 თებერვალს

მერილ სტრიპისა და ტომ ჰენქსის შეუდარებელი თამაში, დენიელ დეი-ლიუისის ბოლო კინონამუშევარი, ნანატრი „შავი პანტერა“ და ქართული კომედია სვანებზე - „Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ ცხელ-ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების ტრადიციულ მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ
Sputnik

15 თებერვლიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები იმართება:

„შავი პანტერა“  (Black Panther) — სტენ ლის და ჯეკ კერბის Marvel-ის კომიქსების მიხედვით რაიან კუგლერის გადაღებული ამერიკული მხატვრული ფილმი. სიუჟეტი ვითარდება იმ მოვლენების შემდეგ, რომლებიც მოთხრობილია ფილმში „პირველი შურისმაძიებელი: დაპირისპირება“ (Captain America: Civil War). მამის გარდაცვალების შემდეგ ტ’ჩალა გარე სამყაროსგან დაფარულ ტექნოლოგიურად განვითარებულ აფრიკულ ქვეყანა ვაკანდუში ბრუნდება. ის ახალი მეფე უნდა გახდეს. თუმცა ახალი მემკვიდრე ტახტზე ასვლაც კი ვერ მოასწრებს, რომ მისი ძველი მტერი გამოჩნდება. მასთან დაპირისპირებას ვაკანდუსთვის და მთელი სამყაროსთვის სერიოზული შედეგების მოტანა შეუძლია. ტ’ჩალას მოკავშირეების გაერთიანება და შავი პანტერას ძალის გამოთავისუფლება მოუწევს, რათა მტერს დაუპირისპირდეს და ხალხი დაიცვას. როლებში: ჩედვიკ ბოუზმანი, მაიკლ ბ. ჯორდანი, ლუპიტა ნიონგო, დანაი ჯეკესაი გურირა.

„ვაშინგტონ პოსტი საიდუმლო მასალები“ (The Post) — რეჟისორ სტივენ სპილბერგის ამერიკული დრამატული ტრილერი მერილ სტრიპით და ტომ ჰენქსით მთავარ როლებში. როდესაც 1965 წელს სამხედრო ანალიტიკოსი დანიელ ელსბერგი მიხვდება, რომ აშშ-ის მთავრობა ატყუებს ხალხს, როდესაც ვიეტნამის ომში სწრაფი გამარჯვების შესახებ აცხადებს, ის დააკოპირებს პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებს, რომლებიც ომის უპერსპექტივობას მოწმობს, რომელზეც უამრავი ამერიკელი ჯარისკაცი იღუპება. ექვსი წლის მერე კომპანია „ვაშინგტონ პოსტის“ პრეზიდენტი კეი გრიმი სირთულეებს განიცდის, როდესაც გარდაცვლილი ქმრის ბიზნესის შენარჩუნებას ცდილობს. ხოლდინგის გაზეთის რედაქტორი ბენ ბრედლი აღმოაჩენს, რომ კონკურენტები „ნიუ-იორკ პოსტიდან“ ვიეტნამის საკითხზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს კვლევების ფრაგმენტების საფუძველზე სენსაციურ მასალას ამზადებენ. ბრედლი ცდილობს, რომ მისმა თანამშრომლებმა ხელში ამ დოკუმენტების სრული ასლი ჩაიგდონ. რეპორტიორები ელსბერგზე გავლენ. აშშ-ის უმაღლესი სასამართლო კი „ნიუ-იორკ თაიმსის“ წინააღმდეგ სასამართლო პროცესს იწყებს, ჟურნალისტებს სახელმწიფო საიდუმლოს გახმაურება ედებათ ბრალად. ამ სიტუაციაში კეი გრემს ურთულესი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს: დაბეჭდოს საიდუმლო დოსიე თუ თეთრი სახლისადმი ლოიალობა შეინარჩუნოს?

„უხილავი ძაფი“ (Phantom Thread) — რეჟისორ პოლ ანდერსენის ამერიკული დრამატული ფილმი. მოვლენები 1950-იანების ლონდონში ვითარდება. ცნობილი კუტურიე რეინოლდს ვუდკოკი და მისი და სირილი ბრიტანული მოდის საკვანძო ფიგურები არიან. მათ სამოსში გამოწყობილია სამეფო ოჯახი, კინოვარსკვლავები, მდიდარი მემკვიდრეები, სელებრიტები და სხვ. ვუდკოკის ცხოვრებაში უამრავი ქალი იყო, მაგრამ ერთხელ რეინოლდსი ახალგაზრდა და ძლიერ გოგონას ალმას გაიცნობს, რომელიც მისი ცხოვრების განუყოფელი გახდება. ნამდვილი სიყვარული მთელ მის ცხოვრებას შეცვლის. მთავარ როლებში —დენიელ დეი-ლუისი, ვიკი კრიფსი, ლესლი მენვილი.

„დაბოლილი ნასოსი — მაიტა ნასოსი 2“ — ქართველი რეჟისორის გია კაჭარავას კომედია, კომედიური ფილმ „მაიტა ნასოსის“ გაგრძელება. ეს არის სვენების ცხოვრებიდან სასაცილო და აქტუალური სათავგადასავლო ისტორიები. მთავარ როლებში — გია ჯაჯანიძე, დავით ქაცარავა, დავით კენჭიაშვილი, გივი სიხარულიძე, კაბუ და სხვები.

გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ ჯეიმს ფოულის ამერიკული დრამატული ფილმი „თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი“ (Fifty Shades Freed), რეჟისორ ვუდი ალენის ამერიკული დრამატული ფილმი „ჯადოსნური ბორბალი“ (Wonder Wheel), რეჟისორ პაკო პლასის ესპანური მისტიკური საშინელებათა ფილმი „უიჯი ვერონიკას წყევლა“ (Verónica), რეჟისორ პატრიკ მილეს ფრანგული სათავგადასავლო კომედია „რა მოხდა რიოში“ (Going to Brazil), რეჟისორ რონ შელტონის ამერიკული კომედია Just Getting Started.

ასევე კინოთეატრებშია - ამერიკული კრიმინალური ტრილერი „მძარცველებზე ნადირობა“ (Den of Thieves) ჯერარდ ბატლერით მთავარ როლში, ბრიტანულ-ფრანგული პოლიტიკურ-სატირული კომედიური მხატვრული ფილმი „სტალინის სიკვდილი“ (The Death of Stalin), ამერიკული ფანტასტიკური ბოევიკი „ლაბირინთში მორბენალი: სიკვდილით განკურნება“, რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ქართული მხატვრული ფილმი „ექვთიმე ღვთისკაცი“, რეჟისორ ზურა მენთეშაშვილის ქართული სათავგადასავლო კომედია „ცელქი ბავშვები: ოპერაცია მეცხრე ცა“ და სათავგადასავლო ფანტასტიკური ფილმი „ჯუმანჯი: აურზაური ჯუნგლებში“ (Jumanji: Welcome to the Jungle).

მულტფილმი ბავშვებისთვის: ბრიტანულ-ფრანგული ოჯახური კომედიური ფილმი „პადინგტონის თავგადასავალი 2“, ამერიკული სრულმეტრაჟიანი კომედიური კომპიუტერული ანიმაციური ფილმი „ფერდინანდი“ (Ferdinand).

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!