უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სვანეთში პარალიზებულია გზის კალა-უშგულის მონაკვეთი.
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა შეიზღუდა ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზაზე, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპერტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 14 თებერვალს

დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული საავტომობილო გზის 171–186 კმ (კალა–უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.