საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში 8 მარტს დაიწყება

საგაზაფხულო არდადეგები ერთ კვირას გაგრძელდება.
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საგაზაფხულო არდადეგები საქართველოს საჯარო სკოლებში 8-დან 15 მარტამდე გაგრძელდება, იუწყება ტელეარხი Imedi.

საქართველოს სკოლებში უმაღლესი კატეგორიის სულ ცხრა პედაგოგია

რაც შეეხება ზაფხულის არდადეგებს, თითქმის ყველა მოსწავლისთვის ის 15 ივნისს დაიწყება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, თუ 15 ივნისი უქმე დღეა, სწავლა 15 ივნისამდე პირველ პარასკევს დასრულდება. ხოლო თუ 15 სექტემბერი უქმე დღეს დაემთხვევა, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრის შემდეგ პირველ სამუშაო დღეს იწყება.

პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი 27 მაისს სრულდება, მეთორმეტეკლასელებისთვის — 20 მაისს. თუ ეს თარიღები უქმეებს ემთხვევა, პირველკლასელები სწავლას 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს ამთავრებენ, ხოლო გამოსაშვები კლასის მოსწავლეები — 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.