მახარაძე: როცა დადასტურდა, შემეშინდა, ჩემ თავზე კი არა, ჩემებზე ვდარდობდი

მსახიობი გიორგი მახარაძე საუბრობს, თუ როგორ შეხვდა იმ მძიმე დიაგნოზს, რაც მას სულ ახლახან დაუსვეს.
Sputnik

„სრულიად შემთხვევით მივედი ექიმთან. ალბათ, პირველად და უკანასკნელად შემეშინდა, როცა ონკოლოგიურ პრობლემებზე დაიწყეს საუბარი. როცა ეს დადასტურდა, ჩემს თავზე კი არ ვფიქრობდი, რომ რამე მომივიდოდა, ჩემებზე ვდარდობდი“, — ამბობს მახარაძე.

მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დეკემბრის თვეში დაუსვეს.