გაირკვა თბილისის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონები

ერთ კვადრატულ კილომეტრზე ათასზე ნაკლები ადამიანი თბილისში მხოლოდ მთაწმინდის რაიონში ცხოვრობს.
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი  — Sputnik. დედაქალაქის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბანია დიდუბის რაიონი, სადაც ერთ კვადრატულ კილომეტრზე 8,5 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.

მეორე ადგილზეა ისნის რაიონი. აქ ერთ კვადრატულ კილომეტრზე 7,4 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

რომელია ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი საქართველოში

მესამე ადგილზე ერთ კვადრატულ კილომეტრზე 4,5 ათასი მცხოვრებით ჩუღურეთის რაიონია.

მეოთხეზეა ნაძალადევი – 3,7 ათასი ადამიანი ერთ კვადრატულ კილომეტრზე, შემდეგ მოდის გლდანი – 3,4 ათასი.

გლდანს მოსდევს ვაკე – 1,8 ათასზე მეტი, საბურთალო – ასევე 1,8 ათასზე მეტი.

სამგორის რაიონში ერთ კვადრატულ კილომეტრზე 1,4 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, კრწანისში – 1,3 ათასამდე.

ყველაზე ნაკლები მოსახლეობა ერთ კვადრატულ კილომეტრზე მთაწმინდის რაიონში ცხოვრობს – 650-ზე მეტი ადამიანი.