ასპინძაში ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ახალგაზრდა ქალის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ასპინძაში მამაკაცმა საკუთარი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს გარდაცვლილის მეუღლემ აცნობა.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შსს-ს განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, ახალგაზრდა ქალის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.