ლობჟანიძე: თუ არტერიულ წნევას პირველად იზომავთ, რეკომენდებულია ორივე მკლავზე გაიზომოთ

თერაპევტი თამაზ ლობჟანიძე ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში „ექიმის საათი“ საუბრობს არტერიული წნევის გაზომვის წესზე ზუსტი შედეგის მისაღებად.
Sputnik

„მანჟეტი მოვათავსოთ მკლავზე გულის დონეზე, თამბაქოს მწეველმა გაზომვამდე ნახევარი საათით ადრე არ უნდა მოწიოს, არ ისაუბროს და არ იყოს დაძაბული“, — აღნიშნავს ლობჟანიძე.

თერაპევტის რჩევით, თუ არტერიულ წნევას პირველად ვიზომავთ, რეკომენდებულია გავიზომოთ ორივე მკლავზე და რომელზეც უფრო მაღალი მაჩვენებელი იქნება, იმ მკლავზე გავაგრძელოთ გაზომვა.