სააკაშვილი უკრაინიდან ჩარტერული რეისით პოლონეთში გაფრინდა

ორშაბათს მიხეილ სააკაშვილი კიევის რესტორანში დააკავეს
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბრენატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან ჩარტერული რეისით პოლონეთში გაფრინდა, იუწყება РИА Новости ტელეარხ "1+1"-ის ახალი ამბების სატელევიზიო სამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

კიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა იური დერევიანკომ განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევში რესტორან „სულგუნში“ დააკავეს. პოლიტიკოსის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განაცხადა, რომ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა დააკავა. ამასთან მეორე ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი არ გამორიცხავდა, რომ სააკაშვილს უკრაინიდან გააძევებდნენ.

„სააკაშვილი უკვე პოლონეთში გაფრინდა. პოლიტიკოსი ჩარტერული რეისით კიევის დროით 16:00 საათზე გაფრინდა“, — ნათქვამია განცხადებაში.