თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ცენტრში მდებარე მაღაზიაში აფეთქება მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების განცხადებით, მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდეს. თუმცა, ერთ-ერთ ვერსიად პიროტექნიკის აფეთქებაც განიხილება.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კიმინალისტები მუშაობენ.
როგორც „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით („სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია") მიმდინარეობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.