მოსკოვის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა სამგლოვიარო აქცია თბილისში გაიმართება

ავიაკატასტროფის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik.  „სარატოვის ავიახაზების" თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო აქცია საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექციის შენობასთან სამშაბათს, 18:00 საათზე გაიმართება, განუცხადეს  „Sputnik საქართველოს" ორგანიზაცია  „რუსკი კლუბის" პრეს-სამსახურში.

Ан-148-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც აეროპორტ  „დომოდედოვოდან" ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, კვირას, 11 თებერვალს აფრენიდან ორ წუთში რადარებიდან გაქრა. ბორტზე 65 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.

რუს ხალხს, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს მსოფლიო პოლიტიკოსებმა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ორენბურგის ოლქში ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდა.