ლაშა ტალახაძე: რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, არ დავიბადებოდი არსად

ქართველი ძალოსანი, ოლიმპიური, ევროპის, მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე საუბრობს სპორტსა და თავის გეგმებზე.
Sputnik

 „ბედნიერი ადამიანი ვარ დღესდღეობით მე, რომ რაღაც გავაკეთე ჩემი ქვეყნისთვის, მცირედით მაინც შევძელი, რომ ჩემი საქართველო მესახელებინა. ამდენი შრომა, რაც აქამდე გავწიე, ღმერთის წყალობით, დამიფასდა. ჩემთვის პირველ რიგში სამშობლო არის. როდესაც კვარცხლბეკზე ავედი და საქართველოს ჰიმნს ვუსმენდი, მხოლოდ საქართველოზე მეფიქრებოდა. ვამაყობ, რომ ვარ ქართველი და ყველაფერს გავაკეთებ სამშობლოს დასაცავად“,- ამბობს ტალახაძე.

ქართველმა ძალოსანმა 2017 წელს  ყველა შეჯიბრება მოიგო, რომელშიც მონაწილეობდა და სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

 ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) ლაშა ტალახაძე 2017 წლის საუკეთესო შტანგისტად დასახელდა.  ტალახაძე 2017 წლის ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა ასევე საქართველოს სპორტული ჟურნალისტების ასოციაციამ.