კიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამ ეტაპზე უკრაინის ოპოზიციონერი მიხეილ სააკაშვილი ორშაბათს კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს, წერს პოლიტიკოსის თანამებრძოლი დავით საყვარელიძე საკუთარ Facebook-გვერდზე.
„მიხეილ სააკაშვილი დააკავეს რესტორან „სულუგუნში“ (მუზეუმის შესახვევი, 10): სამი „ფოლკსვაგენი“, სანომრე ნიშანი АА (ერთ-ერთის ნომერია— АА0121СН). ყველა მივდივართ იქ“, — წერს საყვარელიძე.

სააკაშვილის Facebook-გვერდზე კი სპეცრაზმელების მიერ პოლიტიკოსის დაკავების ამსახველი ვიდეოკადრები დაიდო.