იაკობიძე: კბილზე ძირითადად ზოდიაქოს ნიშნებს იხატავენ

ექიმი-ორთოპედი გიორგი იაკობიძე საუბრობს კბილის ტატუირების შესახებ, მისი გაკეთების ტექნოლოგიასა და ტენდენციებზე.
Sputnik

„კბილზე ტატუს გაკეთებისას ძირითადი ხელსაწყო არის ფუნჯი. წვრილი ფუნჯების საშუალებით ხდება კერამიკულ გვირგვინზე ნახატის ფორმის მიცემა საღებავების მეშვეობით. შემდეგ კერამიკულ ღუმელში გამოიწვება 930 გრადუსზე, გადაეკვრება კბილს და ფაქტობრივად, ცვეთა არ აქვს. 5-6 წელია თითქმის ძალიან დიდი მოთხოვნილებაა კბილზე ტატუირების“,- ამბობს იაკობიძე.

იაკობიძის თქმით, კბილის ტატუირება ჯანმრთელობისთვის საზიანო არაა, თუმცა ჯანმრთელი კბილის დაზიანება ტატუსთვის არ მიაჩნია მიზანშეწონილად. მისი მოშორებაც ძალიან მარტივად შეიძლება ტანზე გაკეთებულ  ტატუსთან შედარებით.