ფეხბურთის მსოფლიო თასი თბილისში

Sputnik

მსოფლიოს მთავარი საფეხბურთო ჯილდო თბილისში გამოფინეს. იხილეთ ფოტოკადრებში, როგორი აღფთოვანებული შეეგება ქართველი გულშემატკივარი მსოფლიო თასს. ქართულ ნაკრებს ის ჯერ არ მიუღია, თუმცა მასთან სამახსოვრო ფოტოს გადაღება ყველა მსურველს შეეძლო.

1 / 15
საქართველოს დედაქალაქი 50 ქვეყნიდან ერთ-ერთია, სადაც მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე მთავარმა ჯილდომ იმოგზაურა
2 / 15
თასთან გადასაღებად ფეხბურთის მოყვარულთა რიგები დადგა
3 / 15
რამდენიმე საათის განმავლობაში მსოფლიოს თასი ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ფოიეში გამოიფინა
4 / 15
მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჯილდო ოქროსგანაა დამზადებული, 6 კგ-ზე მეტს იწონის და წარმოადგენს ორი ადამიანის ფიგურის კომპოზიციას, რომლებსაც აწვდილი ხელებით დედამიწა უჭირავთ
5 / 15
FIFA-ს თასის მსოფლიო ტური 2017 წლის სექტემბერში დაიწყო
6 / 15
მას შემდეგ თასი მრავალ ქვეყანაში იყო, მათ შორის უკვე საქართველოშიც. ფიფას მსოფლიო თასი, რომელიც ფოტოზე ჩანს, პირველად 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიყენეს
7 / 15
თასის მსოფლიო ტურნე ექვსი კონტინენტის 50 ქვეყანას მოიცავს
8 / 15
მსოფლიოს საფეხბურთო თასი ჩემპიონატის დაწყებამდე ცხრა თვის განმავლობაში 126 ათას კილომეტრს დაფარავს
9 / 15
ასობით გულშემატკივარმა მოახერხა თასთან სამახსოვრო ფოტოს გადაღება, სანამ ის ხუთი საათის განმავლობაში სავაჭრო ცენტრში იყო გამოფენილი
10 / 15
ფეხბურთის ზოგიერთი მოყვარული საკუთარი ფავორიტის მაისურით მოვიდა
11 / 15
ცერემონიის დროს სტუმრებს ჩემპიონატის სპონსორისგან გამაგრილებელი სასმელები დაურიგდათ
12 / 15
ფეხბურთის მოყვარულები ბედნიერები იყვნენ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჯილდოს მახლობლად ყოფნით
13 / 15
მსოფლიო თასთან ფოტოები უცხოელმა გუ₾შემატკივრებმაც გადაიღეს
14 / 15
თასის ახლანდელი მფლობელი გერმანიის ნაკრებია, რომელმაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონათზე გაიმარჯვა
15 / 15
ფიფას წესების თანახმად, მსოფლიო თასი არცერთ გუნდს არ გადაეცემა სამუდამოდ. ტურნირის ყოველი გამარჯვებული მის მოოქროვილ ასლს ღებულობს