ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 14 თებერვალს

თბილისში ოთხშაბათს 10 გრადუსამდე დათბება
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში ოთხშაბათს, 14 თებერვალს ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო ამინდი იქნება.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით — +5 გრადუსი. დღისით კი ჰაერი 10 გრადუსამდე გათბება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:58 საათზე ამოვა და 18:32 საათზე ჩავა.