თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს 238 562 მოქალაქე ფიქსირდება საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მოვალეთა რეესტრში, იუწყება ტელელპმპანია „იმედი“ (Imedi).
პირი მოვალეთა რეესტრში აღებული ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხვდება. ისინი „გადახდისუუნარო“ პირებად მიიჩნევიან და მათ სახელზე რეგისტრირებული ანგარიშები და ქონება დაყადაღებას ექვემდებარება.
გვერდზე მოქალაქის სახელის, გვარის ან პირადი ნომრის/ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის მითეთებით, შეგიძლიათ გაარკვიოთ, ფიქსირდება თუ არა ის „გადახდისუუნარო“ პირთა სიაში. მონაცემები ხელმისაწვდომია ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის.
მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, პირს ეზღუდება მის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების განკარგვა.
გადახდისუუნარობა ნიშნავს მოვალის უუნარობას დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა.