ციმბირული წყლული საქართველოს საზღვართან: თურქეთში 73 ადამიანი დაავადდა

ადგილობრივმა მკვიდრმა, ხელისუფლების გაფრთხილების მიუხედავად, დაავადებული ძროხა დაკლა და ხორცი მეზობლებს დაურიგა
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი— Sputnik. თურქეთის პროვინცია ტრაპიზონში ციმბირული წყლულის სიმპტომებით საავადმყოფოებში 73 ადამიანი გადაიყვანეს, ერთი დაავადებული ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება РИА Новости გაზეთ Hurriyet-ზე დაყრდნობით.

აჭარაში წითელას ვირუსის ლოკალური აფეთქებაა

გასულ კვირაში ერთ-ერთ ადგილობრივ კერძო მეურნეობაში ძროხას ციმბირული წყლული დაუდგინდა, იუწყება გამოცემა. ხელისუფლების გაფრთხილების მიუხედავად, ადგილობრივმა მკვიდრმა დაავადებული ძროხა დაკლა და ხორცი მეზობლებს დაურიგა.

ყველა დაავადებულს ხორცის მირთმევის შემდეგ აღენიშნებოდა სისუსტე და პირღებინება. სამ პაციენტს დიაგნოზი დაუდასტურდა. ცნობილია, რომ გარდაცვლილი ქალიც დაინფიცირებული იყო.

რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ამ ინციდენტის გამოძიება. დასახლებულ პუნქტში, რომელშიც ცხოვრობენ პაციენტები, ჯერჯერობით კარანტინი არ ამოქმედებულა, ნათქვამია განცხადებაში.