ავიაკატასტროფა მოსკოვის ოლქში: თვითმფრინავში 71 ადამიანი იმყოფებოდა - პირველი ვიდეოკადრები

სავარაუდო ავიაკატასტროფის ადგილზე მაშველები გაფრინდნენ
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. Ан-148-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც აეროპორტ „დომოდედოვოდან“ ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, აფრენიდან ორ წუთში რადარებიდან გაქრა, იუწყება РИА Новости მოსკოვის ოლქის საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით.

„თვითმფრინავი რამენსკის რაიონში მინდორშია, მაშველები ჯერ არ მისულან“, — განაცხადეს საგანგებო სამსახურში.

მათი თქმით, თვითმფრინავი ზემოდან დაინახეს.

მანამდე საგანგებო სამსახურში განაცხადეს, რომ „სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი Ан-148-ის ტიპის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც მოსკოვის ოლქში დაიკარგა, 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ბავშვია.