მდგომარეობა სტაბილურია - დაკითხავენ თუ არა დოდო გუგეშაშვილს

დოდო გუგეშაშვილი გონზეა და შვილს კითხულობს
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. შვილის მკვლელობის თვითმხილველი და თავდასხმის ერთადერთი მოწმე დოდო გუგეშაშვილი გამომძიებლებმა შესაძლოა, დღეს ისევ ვერ დაკითხონ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მხედრიონის ყოფილი ლიდერი რეანიმაციიდან პალატაში ჯერ არ გადაუყვანიათ.

ექიმების განცხადებით, თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი ისევ საძილე პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ არის.

როგორც დოდო გუგეშაშვილის მეგობრები ამბობენ, პაციენტს სანამ კარგად არ გამოაღვიძებენ, სამართალდამცველები არ დაკითხავენ.

დოდო გუგეშაშვილის ვაჟის მკვლელობა: დასახელდა შესაძლო მიზეზი

„დღეს რეანიმაციაში ტოვებენ, გონზე არის, მაგრამ არ უნდათ, რომ თავისი ვაჟკაცის ამბავი გააგებინონ. შვილს კითხულობს“, — განაცხადა დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა, დავით მუხიგულმა. 

გუგეშაშვილის ოჯახს თავს   7 თებერვალს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,, უცნობმა ადამიანმა გუგეშაშვილის ბინაში, დიღმის მასივში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა 60 წლის დოდო გუგეშაშვილი და მოკლა მისი 33 წლის ვაჟი გრიგოლ (ნოდარ) გუგეშაშვილი.

უწყების  ინფორმაცითვე,  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დოდო გუგეშაშვილი შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, აფხაზეთის ომის ვეტერანი და ყოფილი შეიარაღებული სამხედრო ფორმირება „მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერია.