თბილისის ყოფილი ონკოლოგიური ცენტრი საფუძვლიანად განახლდება

ყოფილი ონკოლოგიური ცენტრი, ამჟამად უნივერსალური სამედიცინო ცენტრი 1977 წელს აშენდა.
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. თბილისის გარეუბანში, ლისის ტბასთან მდებარე ყოფილი ონკოლოგიური ცენტრის, ამჟამად უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია, განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

შენობაში, რომელშიც ადრე ონკოლოგიური ცენტრი მდებარეობდა, კოსმეტიკური რემონტი მიმდინარეობს, განახლდა გარკვეული აპარატურა, თუმცა, მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურული პრობლემები ბოლომდე არ აღმოფხვრილა.

საქართველოში კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი გამოიყენეს

„ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ჩვენ შევძლებთ, განახლებული ხედვა წარვუდგინოთ საზოგადოებას და ჩვენ პარტნიორებს, თუ როგორ ვგეგმავთ უკვე მიმდინარე წლის განმავლობაში ამ პროექტის გააქტიურებას“, — განაცხადა სერგეენკომ.

ანდრო ღვამიჩავას სახელობის ეროვნულ ონკოლოგიურ ცენტრში, რომელიც ლისის ტბის მახლობლად მდებარეობს, რეორგანიზაცია 2013 წელს დაიწყო, რომლის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებას სახელწოდება შეეცვალა და მას იმ დროიდან უნივერსალური სამედიცინო ცენტრი ეწოდება.

ონკოლოგიურმა ცენტრმა ფუნქციონირება 1977 წელს დაიწყო.