საუკეთესო ქართველი წვეროსნები

Sputnik

წვერი არა მხოლოდ კაცური იმიჯია, არამედ ლამაზიცაა. ზუსტად ამის დემონსტრირებას ახდენდნენ საქართველოში პირველად გამართული საუკეთესო წვერ-ულვაშის კონკურსის მონაწილეები. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში მამაკაცების სილამაზის კონკურსის მონაწილეთა სურათები.

 

1 / 15
საუკეთესო წვერ-ულვაშის პირველი კონკურსის მონაწილეებმა წვერის სილამაზე უჩვენეს
2 / 15
ასეთი წვერის გაზრდას საკმაოდ დიდი დრო და სწორი მოვლა ჭირდება. ფოტოზე - ტიტული "საუკეთესო წვერ-ულვაში 2018-ის" მფლობელი ლევან შუკაკიძე
3 / 15
ყველა კონკურსანტი სერიოზულად მომზადებული იყო
4 / 15
თითქოს ეს იყო არა წვეროსანთა კონკურსი, არამედ როლური თამაშების მოედანი - ყოველი მონაწილე ცდილობდა გარკვეული როლი მოერგო
5 / 15
ზოგიერთი მონაწილე მეტი ბრუტალურობისათვის სამხედრო ფორმით მივიდა კონკურსზე
6 / 15
წვეროსანთა კონკურსის ყველა მონაწილეს საკუთარი სტილი ქონდა
7 / 15
ასეთი კონკურსი საქართველოში პირველად გაიმართა. მომავალ წელს შეჯიბრება უფრო მასშტაბური იქნება
8 / 15
კონკურსის ინიციატორები იყვნენ წვეროსანთა კლუბის Beardman დამფუძნებლები
9 / 15
საუკეთესო წვერის შერჩევა დამოკიდებული იყო მის მოვლილობაზე, სილამაზესა და ორიგინალობაზე
10 / 15
კონკურსის მიზანი იყო საზოგადოებისათვის ეჩვენებინათ, რომ წვერ-ულვაშის ტარება არ არის უბრალოდ მოდა, არამედ ქართული კულტურის ნაწილიცაა
11 / 15
კონკურსი ნამდვილ შოუდ იქცა
12 / 15
მსგავსი ჩემპიონატები ტრადიციულად იმართება კანადაში, საფრანგეთში, ნორვეგიასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში
13 / 15
ტიტული "საუკეთესო წვერ-ულვაში 2018" მოიპოვა ლევან შუკაკიძემ. ნომინაციაში "ყველაზე შემოქმედებითი წვერი" გაიმარჯვა ნათანიელ ერიაშვილმა. "Facebook-ზე ხმის მიცემის ლიდერად" კი დათო ნადირაშვილი დასახელდა, ხოლო "წვეროსანთა კლუბის ფავორიტად" აირჩიეს Man From-nazareth
14 / 15
კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე
15 / 15
კონკურსის ყველა ლაურეატს გადაეცა საჩუქრები და სამახსოვრო პრიზები