„დღეს, სადაც უნდა ვიყო, ყველგან ფეხბურთს ვეძებ“- განუცხადა „sputnik- საქართველოს“ რეზო ძოძუაშვილმა.
რეზო ძოძუაშვილი- ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იყო ქუთაისის „ტორპედოს“ თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების წევრი. საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურით ჩაატარა 49 მატჩი, ასევე მონაწილეობდა 1970 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატსა და 1972 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში. 2014 წლის იანვრიდან ქუთაისის „ტორპედო“ ჩაიბარა, მან ესპანელი ჟერარდ სარაგოსა ჩაანაცვლა[1]. ამავე წლის დეკემბერში, კონტრაქტის დასრულების შემდეგ კლუბი დატოვა.[2]