იმერეთში „წაბლის ქერქის კიბოთი" დაავადებულ წაბლნარს აღადგენენ

ენდოტიური კიბო ხეების ხმობას იწვევს.
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტო იმერეთის რეგიონში წაბლნარის ტყეების აღდგენას იწყებს, რომლებიც „წაბლის ქერქის კიბოს" შედეგად დაზიანდნენ, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სასამხურის განცხადებაში.

რა ღონისძიებები განხორციელდება 2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ?

აღნიშნული დაავადება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. საქართველოში უცხოელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ, რომლებიც სწავლობენ დაავადებას და შეიმუშავებენ ეკოსისტემის აღდგენის პროექტს. ღონისძიება ბრიტანული კომპანია British Petrolium-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება. კვლევაში ქართველ ექსპერტებთან ერთად ავსტრიის ტყის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები არიან ჩართული.

წაბლის ენდოტიური კიბო ჯერ ქერქზე ჩნდება, თანდათანობით მცენარის მერქნის ბოჭკოებს ანადგურებს, რომლებიც ხის მერქანს სიმტკიცესა და სიმაგრეს აძლევს. ამის შემდეგ დაავადება ნიადაგიდან ხის კვებას ბლოკავს, რაც მცენარის ხმობას იწვევს.