ფოთის თეატრის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თეატრში სამუშაო პროცესები შეჩერდა მანამ, ვიდრე შენობის რეაბილტაცია არ დასრულდება.
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის დრამატული თეატრის შენობის სარეაბილიტაციაო სამუშაოები უახლოეს ვადებში დაიწყება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ თეატრის დირექტორმა, თენგიზ ხუხიამ.

ხანძარი ფოთში - დაიღუპა ერთი ადამიანი

6 თებერვალს ფოთის თეატრში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა.

„დღეს კულტურის სამინისტროში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედა შედგა. ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. საჭირო ფინანსები მოძიებულია. ექსპერტიზა და სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება“, — განაცხადა ხუხიამ.

2014 წლის 1 ივნისს ფოთის თეატრის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა, რომელიც 9 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიმდინარე სამუშაოებისთვის სულ ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. მიუხედავად ამისა, დღეს თეატრი ავარიულ მდგომარეობაშია.