ზამთარი თბილისის ზოოპარკში

Sputnik

თბილისის ზოოპარკი, რომელსაც 2015 წელს წყალდიდობამ დიდი ზიანი მიაყენა, უკვე სრულად აღდგა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში ზოოპარკის ზოგიერთი ბინადრის სურათი

წყალდიდობის შედეგად 2015 წელს თბილისის ზოოპარკში ბევრი ცხოველი დაიღუპა. თუმცა დღეისათვის, უცხოელი კოლეგებისა და მეგობრების დახმარებით, ზოოპარკს ახალი ბინადრები ყავს.

1 / 12
ლემურები თბილისის ზოოპარკის ყველაზე სახალისო ბინადრები არიან - მათ ვოლიერთან ყოველთვის ბევრი ხალხია
2 / 12
ეს კი ზოოპარკის ყველაზე დიდი ბინადრები არიან - ინდური სპილოები
3 / 12
ეგზოტიკური მარტორქა ზოოპარკში ვირებთან ერთად ცხოვრობს ვოლიერში - ისინი ერთადაც თამაშობენ ხოლმე
4 / 12
ზოოპარკში არიან აქლემებიც
5 / 12
დღეს თბილისის ზოოპარკი ჩვეულებრივ განაგრძობს ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის წყალდიდობამ ზოოპარკის ბინადართა ნახევარზე მეტი იმსხვერპლა
6 / 12
წყალდიდობის შედეგად 277 ცხოველის სიკვდილი თბილისის ზოოპარკისათვის დიდი ტრაგედია იყო, თუმცა ევროპის სხვადასხვა ზოოლოგიურმა ბაღებმა და ევროპის ზოოპარკების ასოციაციამ თბილისის ზოოპარკს დიდი დახმარება გაუწია
7 / 12
დღეისათვის ზოოპარკში რამდენიმე სახეობის მაიმუნი ბინადრობს
8 / 12
წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკის ვოლიერები არამხოლოდ აღადგინეს, არამედ კიდევ უფრო კომფორტულ იდა მოსახერხებელი გახადეს მისი ბინადრებისათვის
9 / 12
თბილისის ზოოპარკი 1927 წელს დაარსდა. მას არსებობის განმავლობაში არაერთი სირთულის გადალახვა მოუწია, მათ შორის 90-იანი წლების კრიზისის
10 / 12
ზოოპარკის ტერიტორია საკმაოდ დიდია, აქ ბევრი საინტერესო რამ შეგიძლიათ იხილოთ
11 / 12
თბილისის ზოოპარკის სიგრძე 650 მეტრია, ის განთავსებულია დამრეც ადგილზე. ბინადრების ნაწილი გალიებში ცხოვრობს, ნაწილი კი დიდ ვოლიერებში
12 / 12
ტურისტებისათვის ზოოპარკი არც თუ ისე პოპულარული ადგილია, მაგრამ, თუ თქვენ გაინტერესებთ ცხოველები, აუცილებლად უნდა ეწვიოთ თბილისის ზოოპარკს