ვაშალომიძე: მოდელსაც გააჩნია, თითქმის ეროტიულ ფოტოებს ვიღებ

მოდელი თამო ვაშალომიძე საუბრობს, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე.
Sputnik

„დიდი ხნის წინ გავიცანი. ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ. აფასებს და პატივს ცემს ჩემს პროფესიას, რაც ქართველი კაცისთვის ცოტა რთულია. მოდელსაც გააჩნია, თითქმის ეროტიულ ფოტოებს ვიღებ“, განაცხადა ვაშალომიძემ.

მოდელის თქმით, მომავალი მეუღლე მეგობრის ქორწილში გაიცნო. მისის რჩეული მამაკაცი ამერიკაში მცხოვრები ბიზნესმენია, რომლის ვინაობას ვაშალომიძე საგულდაგულოდ ასაიდუმლოებს.