საქართველოს ფოსტა: პირადი საფოსტო ყუთების არარსებობა დიდი პრობლემაა

მიწოდების ხარისხის მაჩვენებლებით „საქართველოს ფოსტა" ევროპული საუკეთესო კომპანიების ათეულშია
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. „საქართველოს ფოსტისთვის" ერთ-ერთი მტკივნეული თემაა ის, რომ არ არსებობს პირადი საფოსტო ყუთები, განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მისი თქმით, საფოსტო ყუთების დამონტაჟების პროექტი საკმაოდ მასშტაბურია და მისი განხორციელება ამ ეტაპზე, ფინანსების უკმარისობის გამო, რთულია.

„საქართველოს ფოსტამ“ მარკების საუკეთესო ესკიზების კონკურსი გამოაცხადა

„საფოსტო ყუთების თემა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია დღეს ეროვნული ოპერატორისთვის. არც ერთი ქვეყნის საფოსტო ოპერატორი არ არის მსგავს მდგომარეობაში, რომ პირადი საფოსტო ყუთები არ აქვს. შემკრები საფოსტო ყუთები საქართველოს ფოსტამ განათავსა და ქვეყნის მასშტაბით, სულ 200 ერთეულია", — განაცხადა ჩიკვაიძემ.

ჩიკვაიძემ ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს ფოსტა" ევროპის საუკეთესო კომპანიების ათეულში შედის ჩაბარების ხარისხის მაჩვენებლით. მან აღნიშნა, რომ გასული წლის მთავარი სიახლე ე. წ. სოციალური პროექტია, რომლის შედეგადაც ქვეყნის ნებისმიერ მისამართზე ამანათის მიტანის ღირებულება 3 ლარია.

პირადი საფოსტო ყუთების სარგებლობა საქართველოში 1990-იან წლებში შეწყდა.