თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. დიღმის მასივში მდებარე საკუთარ სახლში დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აფხაზეთის ომის ვეტერანი დოდო გუგეშაშვილი, სავარაუდოდ, დაჭრილია. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
მომხდარ ფაქტზე, ჯერჯერობით, სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობაც ამ დროისთვის უცნობია.