სალუქვაძე: ეს ერთადერთი სპორტის სახეობაა, სადაც აგრესია სროლის დროს იხარჯება

ქართველი სპორტსმენი, მიზანში მსროლელი, სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი ნინო სალუქვაძე მიზანში სროლასა და ზოგადად სპორტზე საუბრობს.
Sputnik

„სპორტი არ არის პოლიტიკა და სპორტი ემსახურება მხოლოდ მშვიდობას, ამას ოლიმპიური თამაშების ისტორიაც მოგვითხრობს. სპორტი — ეს არის დაუღალავი შრომის საფასური. თუ ბავშვი სპორტის ამ სახეობით — მიზანში სროლით დაკავდება, მას უყალიბდება უფრო გამძლე, წყნარი ხასიათი და მდგრადი ნებისყოფა“, – ამბობს ნინო სალუქვაძე.

სახელოვანი სპორტსმენი მიიჩნევს, რომ მიზანში სროლა სპორტის სტრატეგიულ სახეობად უნდა გამოცხადდეს და აუცილებელია ქვეყანაში მისი განვითარება.