როგორია თავდასხმისას დაჭრილი დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

დიღომში დოდო გუგეშაშვილის სახლში თავდასხმის შედეგად დაიღუპა გუგეშაშვილის შვილი, 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილი, რომელსაც თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, ხოლო თავად დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა.
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. დოდო გუგეშაშვილი გულმკერდის არეშია დაჭრილი და მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაციას უტარებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თბილისში დოდო გუგეშაშვილის შვილი მოკლეს

ინციდენტი დიღმის მასივში, დოდო გუგეშაშვილის საცხოვრებელ სახლში დღეს, დილით მოხდა. თავდასხმის შედეგადაც დაიღუპა გუგეშაშვილის შვილი, 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილი, რომელსაც თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, ხოლო თავად დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დოდო გუგეშაშვილი შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, აფხაზეთის ომის ვეტერანი და ყოფილი შეიარაღებული სამხედრო ფორმირება „მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერია.