კატასტროფა ტაივანში: მიწისძვრის შედეგების ამსახველი ფოტოები

Sputnik

ტაივანის ქალაქ ჰუალიანში ძლიერმა მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია. იხილეთ ფოტოები კატასტროფის ადგილიდან.

ქალაქ ჰუალიანში დაინგრა სამი სასტურმო, რესტორანი, ორი საცხოვრებელი სახლი და სამხედრო საავადმყოფო. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ორ ხიდს, რომლებიც ამჟამად გადაკეტილია. ასევე გადაკეტილია რამდენიმე გზატკეცილი, მათ შორის ჩქაროსნულიც.

1 / 14
ბუნებრივი კატასტროფას შეეწირა ოთხი ადამიანი, დაშავდა 225, 140 ადამიანთან კი დაკავშირება ვერ ხერხდება. მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება
2 / 14
ძალიან საშიში სიტუაცია შეიქმნა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი სასტუმროს შენობის პირველი ოთხი სართული დაინგრა, რის გამოც შენობა გვერდით გადაიხარა
3 / 14
ბოლო მონაცემებით, ბუნებრივ კატასტროფას ემსხვერპლა 4 ადამიანი, დაშავდა 225, 140 ადამიანთან კი ვერ ხერხდება დაკავშირება. მეხანძრეები შენობის ნანგრევებში მოყოლილ გადარჩენილებს ეხმარებიან
4 / 14
სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 1,3 ათასზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს
5 / 14
მაშველები ცდილობენ გააკეთონ ყველაფერი, რათა გაამაგრონ გადაწოლილი შენობის კედლები და უარესი ნგრევა აიცილონ თავიდან
6 / 14
საყრდენები იჭერენ მიწისძვრის შედეგად გადახრილ შენობას
7 / 14
ხელისუფლებამ ორი დროებითი თავშესაფარი გამოყო, სადაც საშიში რაიონებიდან დაახლოებით 900 ადამიანი გადაიყვანეს
8 / 14
მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო ორმა ხიდმა, რომლებიც გადაიკეტა. ასევე გადაიკეტა რამდნეიმა შოსე, მათ შორის ჩქაროსნულიც
9 / 14
მიწისძვრის შედეგად გზები ქალაქშიც გადაიკეტა
10 / 14
ერთ-ერთი შენობა ხუალიანში, რომელიც მიწისძვრის შედეგად 45 გრადუსით გადაიხარა - ეს არის სასტუმრო, სადაც კატასტროფის დროს ხალხი იმყოფებოდა
11 / 14
მათ შორის, ვინც უბედური შემთხვევის ადგილზე მუშაობს და ხალხს ეხმარება, არის 17 სახანძრო ბრიგადა, დაახლოებით 600 სამხედრო მოსამსახურე, დაახლოებით 400 მაშველი და 400 პოლიციელი, ასევე 20 ძაღლი
12 / 14
მაშველები მიწისძვრის შემდეგ ეხმარებოდნენ არამხოლოდ ხალხს, არამედ შინაურ ცხოველებსაც
13 / 14
ქალაქ ხუალიანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გადახრილი შენობა
14 / 14
მანქანა შენობის ნანგრევების ქვეშ