ხუციშვილი: მთელი ცხრა თვე მოუთმენლად ველოდი, როდის შევხვდებოდი

მსახიობი ქეთი ხუციშვილი საუბრობს, რას ნიშნავს მისთვის დედობა და რა გრძნობა დაეუფლა, როცა დედა გახდა
Sputnik

„24 წლის ვიყავი, როცა გიორგი შემეძინა. პალატაში პირველად როცა მომიყვანეს და დავინახე, ისეთ ემოციებში ჩავვარდი, სიხარულისგან წნევამ ამიწია. მთელი ცხრა თვე მოუთმენლად ველოდი, როდის შევხვდებოდი, როგორი იყო, რა ფერის თვალები ექნებოდა, როგორი თითები და ა.შ“, — ამბობს ხუციშვილი.

მსახიობის განცხადებით, ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი განსაკუთრებული და ემოციური დღე იყო.