თბილისში მამაკაცი მოკლეს

ჭრილობებისგან მამაკაცი სასწრაფო დახმარების მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ნაძალადევში, ლომთათიძის ქუჩაზე შუა ხნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

სოსო პავლიაშვილის ნათლული მოსკოვის საავადმყოფოში დაჭრილი მიიყვანეს

მკვლელობა კვირას, საღამოს მოხდა. ტელეკომპანია Rustavi2-ის მონაცემებით, მოკლული დავით ქმოსტელი, მეტსახელად „ძივითა" იყო. ბოლო დროს ის რუსეთში ცხოვრობდა და საქართველოში მეგობრებთან სტუმრად იყო ჩამოსული.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაახლოებით ხუთი გასროლის ხმა იყო. ქმოსტელი ადგილზე, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. პოლიციის რაიონულ განყოფილებაში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ქუჩის მცხოვრებთა და ინციდენტის თვითმხილველთა დაკითხვა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრული განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-ტარების მუხლით, რაც ოთხიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.