ბასილაშვილი: დევისის თასზე ყველაფერია მოსალოდნელი, ვთვლი, რომ შანსები თანაბარია

უახლოეს დღეებში ქართველი სპორტსმენები დევისის თასზე მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საუბრობს.
Sputnik

„ჩვენს ნაკრებში გვყავს გიორგი ცივაძე, სანდრო მეტრეველი. ჩემი აზრით მაროკოსთან თანაბარი შანსები გვაქვს. რამდენიმე ჩოგბურთელი ყავს, რომლებიც  თამაშობენ ქვიშაზე. დევისის თასზე ყველაფერია მოსალოდნელი. ვთვლი, რომ შანსები თანაბარია“, განაცხადა ბასილაშვილმა.

დეივისის თასი  პრესტიჟული საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირია მამაკაცთა ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელსაც ატარებს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია. ტურნირი პირველად 1900 წელს შედგა დიდ ბრიტანეთისა და აშშ-ის ნაკრებებს შორის. 2005 წლიდან ტურნირში 134 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოსი. ყველაზე წარმატებული გუნდები არიან აშშ-ისა (მოგებული აქვს 32-ჯერ) და ავსტრალიის (მოგებული აქვს 28-ჯერ) ნაკრებები. დეივისის თასის ანალოგიურია ფედერაციის თასი, რომელიც ქალთა ეროვნულ ნაკრებებს შორის იმართება.