აშშ-ში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახება - არიან დაღუპულები

სამხრეთ კაროლინას შტატში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. კომპანია Amtrak-ის სამგზავრო მატარებელი სატვირთო სარკინიგზო შემადხგენლობას სამხრეთ კაროლინას შტატში შეეჯახა, იუწყება РИА Новости ლექსინგტონის ოლქის შერიფის ოფისზე დაყრდნობით.

„სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად ორი დაღუპულია. საგანგებო სამსახურებმა საავადმყოფოებში 50-ზე მეტი დაჭრილი გადაიყვანეს“, — ნათქვამია შერიფის ოფიციალურ მიკრობლოგში Twitter-ში.

ნიუ-იორკ-მაიამის მარშრუტით მიმავალი კომპანია Amtrak-ის სამგზავრო მატარებელი სატვირთო სარკინიგზო შემადხგენლობას სამხრეთ კაროლინას შტატში კვირა დილით შეეჯახა. Amtrak-ის მონაცემებით, მატარებელში 139 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. შეჯახების შედეგად რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. ადგილზე მაშველები მუშაობენ.