ავარია გონიოს ხიდზე - დაიღუპა ერთი ადამიანი

უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში სხვა მგზავრები.
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმი-სარფის მონაკვეთზე, იუწყება აჭარის ტელევიზია.

გავრცელებული ინფორმაციით გონიოს ხიდზე მსუბუქი ავტომობილი რკინის მოაჯირს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 

როგორც ბათუმის  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე მისულ მედიკოსებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ჯერჯერებოთ უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში სხვა მგზავრები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.