აფეთქება ჩინეთის ქიმიურ ქარხანაში: ერთი ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება ტექმომსახურების სამუშაოების დროს მოხდა
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის პროვინცია შანდუნში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქებამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა, იუწყება РИА Новости სააგენტო „სინჰუაზე“ (Xinhua) დაყრდნობით.

აფეთქება ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბში – არიან დაშავებულები

ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 10:50 საათზე მოხდა. ქიმიური ქარხანა ლინშუს ოლქში ეკონომიკური განვითარების ზონაში მდებარეობს. აფეთქება ტექმომსახურების სამუშაოების დროს მოხდა, იტყობინება ადგილობრივი ხელისუფლება.

ინციდენტის შედეგად დაშავდა ექვსი ადამიანი, ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ერთი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.