თბილისის ხელოვნების სასახლეში ლაპიდარიუმი გაიხსნა

თბილისის ხელოვნების სასახლის კოლექცია ანტიკური პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენებით შეივსო
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში თბილისში ევროპული ტიპის ლაპიდარიუმი გაისხნა, რომელშიც წარმოდგენილია უნიკალური სკულპტურების და შენობების ელემენტები, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების დროს არის ნაპოვნი.

საწყის ეტაპზე ლაპიდარიუმში წარმოდგენილია წაიშში ნაპოვნი ანტიკური და ქრისტიანობამდელი პერიოდის მარმარილოს კაპიტელი, წაიშის XIX საუკუნის მარმარილოს ქანდაკება და სოფელ კორცხელში ნაპოვნი XVII საუკუნის მარმარილოს კაპიტელის ფრაგმენტი, რომელიც, სავარაუდოდ, ევროპიდან არის ჩამოტანილი.

ხელოვნებათა სასახლეში ლაპიდარიუმის გახსნის შესახებ ინფორმაცია Facebook-ის გვერდზე მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ გაავრცელა. 

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმებს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

„ამ ლაპიდარიუმის შექმნა ჩემი იდეა იყო. თუმცა ჩემმა მოადგილემ ირაკლი ზამბახიძემ სასწაულები მოახდინა და შესანიშნავი ექსპოზიცია მოაწყო. ყველაფერი მისი ხელით არის გაკეთებული“, — წერს კალანდია.

ხელოვნებათა სასახლის დირექტორის თქმით, ამ საქმეში უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს და მისი ხელმძღვანელის, ნიკილოზ ანთიძის მხარდაჭერამ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ექსპონატები ახალ მუზეუმში აღმოჩენილიყვნენ. 

„ასეთი რამ საქართველოს არცერთ სასახლეში არ არის. და ეს ჯერ კიდევ პირველი ეტაპია. მალე ლაპიდარიუმი უფრო დიდი და უფრო შთამბეჭდავი გახდება“, — აღნიშნა კალანდიამ.

თბილისის მუზეუმები: რა დავათვალიეროთ