ოთარ იმერლიშვილი: ისე მოხდა, რომ ძველ თბილისთან შეხება სულ მქონდა

ოთარ იმერლიშვილი იხსენებს იმ დროს, როცა ხატვით დაინტერესდა და როცა პირველი ნამუშევრები შექმნა. ხსნის იმას, თუ რატომ არის ეს ნამუშევრები ძირითადად თბილისის თემაზე.
Sputnik

„ჩემს ნახატებში ის რეალური ადამიანები არიან, ვინც ჩემს მანამდე ცხოვრებაშიც იყვნენ“- განუცხადა „Sputnik საქართველოს“ ოთარ იმერლიშვილმა.

ოთარ იმერლიშვილი — მხატვარი, ერთადერთი ქართველი, რომლის ნახატებსაც ედინბურგის ფესტივალზე ყოველწლიურად ითხოვენ.