დარტყმა ავტობაზარზე - ექსპერტებმა მარჯვენასაჭიანი მანქანების ბედზე ისაუბრეს

„Sputnik საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში გაიმართა ვიდეოხიდი თემაზე „საქართველოს და დსთ-ის ქვეყნების ავტობაზრის განვითარება“, რომელზეც საქართველოს, სომხეთის და ყირგიზეთის ექსპერტებმა განიხილეს ავტომობილისტებისთვის მწვავე თემა - აკრძალვა მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე
Sputnik

ვიდეოხიდში მონაწილეობა მიიღეს: კომპანია Auto Imperia დაAuto Imperia Group-ის დირექტორმა დიმიტრი თოდუამ; საზოგადო მოღვაწე აიბეკ ბარათოვმა; სომხეთში ფირმა Nissan-ის წარმომადგენელმა გრიგორ გამაზიანმა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ავტომოყვარულის მეგობარი“ თავმჯდომარის მოადგილემ დავიდ პედანიანმა.

აიბეკ ბარათოვის განცხადებით, ყირგიზეთში მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოტანაზე აკრძალვა უკვე 2015 წლიდან მოქმედებს. 2020 წლიდან ასეთი მანქანებით მგზავრების გადაყვანა აიკრძალება, და მარჯვენასაჭიანი მანქანების გამოყენება მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის იქნება შესაძლებელი.

„ასეთი გადაწყვეტილება განპირობებულია ავტოავარიების დიდი რაოდენობით და გზებზე მომატებული სიკვდილიანობით. თუმცა, ობიექტური კვლევა არ ჩატარებულა და არ დამტკიცებულა, რომ გზებზე ავტოავარიების დიდი რაოდენობა სწორედ მარჯვენასაჭიან მანქანებს უკავშირდება. უბრალოდ მოსახლეობამ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა“, — განაცხადა ბარათოვმა.

Видеомост авторынок пресс-центр

ამასთან ყირგიზმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ასეთ რადიკალურ ზომებთან ერთად ავტომობილისტებს უნდა შესთავაზონ ისეთი პირობები, რომ რეგულაციების შემოღება მათთვის ძალიან მტკივნეული არ აღმოჩნდეს.

სომხეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე არიან და მზად არიან კოლეგების გამოცდილება გაიზიარონ. მარჯვენა საჭიანი მანქანების შემოტანაზე აკრძალვა სომხეთში მხოლოდ 2018 წლის 1 აპრილს ამოქმედდება. პროექტი შემუშავებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გათვალისწინებულია მსოფლიო პრაქტიკა, თუმცა აკრძელვა არ შეეხება მარჯვენასაჭიანი მანქანების ამჟამინდელ მფლობელებს, მათი უფლებები არ შეიზღუდება.

ექსპერტმა ქართული მხრიდან, დიმიტრი თოდუამ კოლეგებს გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი აკრძალული არ არის, თუმცა განბაჟების თანხა 300%-ით გაიზარდა.

Директор компаний Auto Imperia и Auto Imperia Group Дмитрий Тодуа

„ასე რომ, თუ ადრე ადამიანები მარჯვენასაჭიან მანქანებს იმიტომ ყიდულობდნენ, რომ ისინი მარცხენასაჭიან მანქანებთან შედარებით გაცილებით იაფი იყო, ახლა კი უკვე მარცხენასაჭიანი მანქანის შეძენა უფრო მომგებიანი გახდება“, — განაცხადა თოდუამ.

თოდუამ ხაზი გაუსვა, რომ ამ გადაწყვეტილებით მთავრობამ მოსახლეობას მისცა სტიმული, შეწყვიტოს მარჯვენასაჭიანი მანქანების გამოყენება.

საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ყირგიზეთის წარმომადგენელმა მაღალი შაფასება მისცა.

„მიმაჩნია, რომ ეს ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა, რადგან არსებობენ ისეთი ადამიანები, მათ შორის მე, რომლებსაც პრინციპულად უყვართ იაპონური მანქანები და მზად არიან მათში სამმაგი ფასი გადაიხადონ. ანუ, რაც არ უნდა იყოს, ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანი“, — განაცხადა ბარათოვმა.

დისკუსიის დროს საუბარი შეეხო ე.წ. ელექტროკარებს, რომელთა შემოყვანა საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიაზე არ იბეგრება. თუმცა სიძვირისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და დასატენი სადგურების არარსებობის გამო მათი გამოყენება მოუხერხებელია.

2016 წელს საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობამ შეადგინა 95 000, საიდანაც 50 000 — მარჯვენასაჭიანია. ამ მანქანებზე აქციზის გაძვირების შემდეგ, 2017 წლის განმავლობაში ქვეყანაში მხოლოლდ 1500-მდე მარჯვენასაჭიანი მანქანა შემოიყვანეს.