რას დაჰპირდა სტოლტენბერგი საქართველოს?

ნატოს გენმდივანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შავი ზღვის რეგიონში რეფორმებისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის სფეროსა და დემოკრატიის განვითარების კუთხით საქართველოში გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის წინ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  სტოლტენბერგთან შეხვედრა გამართა.

„იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის პროგრესი, სათანადო ასახვას ჰპოვებს ნატოს 2018 წლის სამიტზე", — ნათქვამია განცხადებაში.

Глава МИД Грузии Михаил Джанелидзе и Генсек НАТО Йенс Столтенберг на переговорах

ჯანელიძემ სტოლტენბერგს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც აქტიურად შენარჩუნხება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე პოზიტიური დინამიკა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოს გენმდივანს საქართველოს  ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.სტოლტენბერგმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

საქართველომ და ნატომ 2019 წელს დაგეგმილ სამხედრო სწავლებებზე იმსჯელეს

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს პოზიტიურ როლს რეგიონში და იმ წვლილს, რომელიც საქართველს შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და საქართველოს მონაწილეობას ალიანსის პრაქტიკულ ძალისხმევაში შავი ზღვის განმტკიცების მიმართულებით.

 „გამოიხატა  მზაობა გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში", — ნათქვამია განცხადებაში.

სხვათაშორის, საქართველოს ჩრდილოელი მეზობელი სხვა მოსაზრებისაა. 2017 წლის დეკემბრის ბოლოს გრიგორი კარასინმა საკმაოდ მკვეთრად განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს სხვა წევრი-ქვეყნების გაძლიერება საქართველოს მილიტარიზაციის კუთხით რეგიონში საკმაო შეშფოთებას იწვევს. უფრო მეტიც, ეს საქართველოს უსაფრთხოებას არ განამტკიცებს.

Заседание комиссии Грузия-НАТО в Брюсселе

საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა.  „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.