რა გახდა კახეთის ერთ-ერთ სკოლაში პედაგოგის გარდაცვალების მიზეზი

გურჯაანის პირველ საჯარო სკოლაში იზა ბეჟაშვილი დაახლოებით 40 წელი მუშაობდა
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის პირველ საჯარო სკოლაში 79 წლის მასწავლებელი დღეს დილით გარდაიცვალა.

2018 წლიდან პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ

გავრცელებული ინფორმაციით, დაწყებითი კლასის დამრიგებელი იზა ბეჟაშვილი შეუძლოდ სასწავლო პროცესის დაწყებამდე სამასწავლებლო ოთახში გახდა.

გურჯაანის პირველ საჯარო სკოლაში იზა ბეჟაშვილი დაახლოებით 40 წელი მუშაობდა.

პედაგოგებმა  სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც „Sputnik საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პედაგოგი, სავარაუდოდ, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 115-ე („თვითმკვლელობამდე მიყვანა“) მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.