თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და საგამოძიებო ჯგუფის წევრები მზად არიან შეხბდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს, რომელიც ტერორიზმთან ბრძიოლის ფარგლებში პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия" პროკურატურაზე დაყრდნობით.
მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს მხარსა და თავში დაიჭრა სპეცოპერაციისას, რომლის მიზანიც ცნობილი ტერორისტის, ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავება იყო. როგორც მაშინ საქართველოს უსაფროების სამსახურში განაცხადეს, სპეცდანიშნულების რაზმმა სროლა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც შენიშნა, რომ მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა. დაჭრილი ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა და პანკისის ხეობის სხვა მცხოვრებლებმა ქვეყნის მთავარ პროკურორრთან შეხვედრის სურვილი გასულ კვირაში გამოთქვეს.
„გიდასტურებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა კონკრეტული წინადადებები მიიღეს იმის თაობაზე, რომ ხვალ 13:00 საათზე მთავარ პროკურატურაში საგამოძიებო ჯგუფთან და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა გაიმართება, რათა მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღონ“, — განუცხადა პროკურატურის თანამშრომელმა სააგენტოს.
რაც შეეხება მაჩალიკაშვილების ოჯახს, მათი აზრით, სჯობდა ირაკლი შოთაძე თავად ჩასულიყო პანკისში და ხეობის მოსახლეობისთვის გაეცა პასუხი სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე.
მანამდე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან საუბრისას მაჩალიკაშვილის დედა აცხადებდა, რომ თუ პანკისში ჩასვლაზე მთავარი პროკურატურიდან კატეგორიულ უარს მიიღებდნენ, თემის უხუცესებთან საუბრის შემდეგ თბილისში წამსვლელების ჯგუფს შექმნიდნენ.
დღეისათვის ტერორისტებისთვის ხელშეწყობის ბრალდებით ექვსი ადამიანია დაკავებული: რუსლან ალდამოვი, ზურაბ გორნაყაშვილი, რამაზ მარგოშვილი, ბაადურ ჩოფანაშვილი, ზურაბ იდოიძე და ასევე ანატოლი ბერძენიშვილი.