„ლურჯი სისხლიანი მთვარე": დედამიწის თანამგზავრის უნიკალური ფოტოები

Sputnik

პლანეტის მოსახლეობა 31 იანვარს უნიკალურ ასტრონომიულ მოვლენას აკვირდებოდა — ამ დღეს დაემთხვა სავსემთვარეობა, მთვარის დაბნელება,  „სისხლიანი" მთვარე და  „ლურჯი მთვარე". იხილეთ ფოტოლენტაში, როგორ გამოიყურებოდა ეს მოვლენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან

ამ დღეს მთვარე მაქსიმალურად მოუახლოვდა დედამიწას და მის ჩრდილში დაიფარა. მთვარის ასეთ დაბნელებას "სისხლიან" მთვარეს უწოდებენ. პირველი სავსემთვარეობა წელს 2 იანვარს იყო. თვის მეორე სავსემთვარეობას ხშირად უწოდებენ  „ლურჯ მთვარეს".

1 / 20
სავსე მთვარე მადრიდის თავზე
2 / 20
"ლურჯი სისხლიანი მთვარე" სანტა-მონიკას თავზე კალიფორნიაში
3 / 20
პირველად 35 წლის განმავლობაში ერთმანეთს დაემთხვა რამდენიმე ასტრონომიული მოვლენა - "ლურჯი სისხლიანი მთვარე", სავსე მთვარეობა და მთვარის დაბნელება. ასე გამოიყურებოდა დედამიწის თანამგზავრი მუმბაის რკინიგზის სადგურზე აღმართული ქანდაკების ფონზე
4 / 20
ასე გამოიყურებოდა დედამიწის თანამგზავრი სავსემთვარეობისას ვულკანი მაიონის თავზე
5 / 20
სავსე მთვარე ბელგრადის თავზე წმიდა საბას ტაძრის ფონზე
6 / 20
სამგზავრო თვითმფრინავი სავსე მთვარის ფონზე ლონდონში
7 / 20
სავსე მთვარე ბანგკოკის ერთ-ერთი ტაძრის თავზე, ტაილანდი
8 / 20
ასე გამოიყურებოდა სან-ფრანცისკოდან დანახული სავსე მთვარე
9 / 20
"ლურჯი სისხლიანი მთვარე" ოკეანის პირსის ფონზე, კალიფორნია
10 / 20
თავისუფლების ქანდაკება ამომავალი მთვარის ფონზე სავსემთვარეობისას
11 / 20
ტაძარი "საგრადა-ფამილია" ბარსელონაში "ლურჯი სისხლიანი მთვარის" ფონზე
12 / 20
ასე გამოიყურებოდა დედამიწის თანამგზავრი ათენიდან, პართენონის 2500 წლის ტაძრის ფონზე აკროპოლისში
13 / 20
"ლურჯი სისხლიანი მთვარე" სანტა-მონიკას თავზე, კალიფორნია
14 / 20
ხედი მთვარეზე სან-დიეგოდან
15 / 20
სავსე მთვარე ლონდონის თავზე
16 / 20
ასეთი იყო სავსემთვარე ბრუკლინიდან
17 / 20
სამგზავრო თვითმფრინავი სავსე მთვარის ფონზე ჰონკონგის თავზე
18 / 20
სავსემთვარეობა ტოკიოს ქუჩებიდან
19 / 20
ასე გამოიყურებოდა ლურჯი სისხლიანი მთვარე ჰონკონგიდან
20 / 20
პეკინიდან დანახული სავსე მთვარე